მთავრობის წევრებმა შოვში დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

  • მთავრობის წევრებმა რაჭაში, კერძოდ, შოვში დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„მინდა კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი გამოვხატო შოვში დაღუპულთა ოჯახების მიმართ, მათ ახლობლებს, ნათესავებს, მთელ ქვეყანას გამოვუცხადო სამძიმარი. საშინელი ტრაგედია მოხდა შოვში, რამაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, მინდა, მინისტრებს გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ნათელ ხსოვნას.

მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება, ამ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც შოვში დატრიალდა, მთელი საქართველო შეძრა. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩვენი სამძიმარი ოჯახებს. მთელი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე განსაცდელია. მთავრობა ჩართული იყო პირველივე წუთიდან. ჩვენი გმირი მაშველები, 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში,.210 თანამოქალაქე უვნებელია გამოყვანილი სტიქიის ზონიდან. მინდა გითხრათ, რომ გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ სამუშაოებში, ეხმარებოდნენ, ჩვენს საამაყო გმირ მაშველებს. სრული მობილიზება იყო გაკეთებული ჩვენი მხრიდან, ადგილზე იყვნენ ექიმები, ადგილზეა მობილიზებული 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა. ქარსელაძე თავად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს. მინისტრები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები. მინდა, ვთქვა, რომ ეს მძიმე განსაცდელია ჩვენთვის, ყველასთვის. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *