მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი 14 დეკემბრისთვის გადაიდო

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს, 11:00 საათისთვის გადაიდო.

პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. მოსამართლემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა „ვივამედისგან“ მიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანის ნებართვა არ გასცეს.

პროცესი დისტანციური ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით გადაიდო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *