მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს-ადვოკატი

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ილია ლომიას განცხადებით, სააკაშვილს ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს.

“მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს ხვალინდელ სასამართლო განხილვებს დაესწროს. ალბათ, პენიტენციური სამსახური დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფს მის გადაყვანას სასამართლო სხდომაზე. დამხმარე საშუალებებში იგულისხმება ეტლიც, საკაცეც და ნებისმიერი სხვა საშუალება. ხვალ სასამართლო სხდომაზე ჩვენ მიერ მოწვეული იქნებიან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი პირები, რომლებსაც მოუწევთ სასამართლოზე განმარტებების გაკეთება, თუ რა სახის კვლევები ჩაატარეს და რაზე იყო ეს გამოკვლევები დაფუძნებული”..- განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *