მწვანე კონცხზე, გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

netgazeti.ge მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი სანაპიროს მხრიდან ხმელ ფოთლებს გაუჩნდა და ბაღის ტერიტორიაზე გადავიდა. დამწვარია დაახლოებით 400 კვ.მ. ტერიტორია.

“ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, მწვანე კონცხის მხრიდან, სადაც კაფეებია განლაგებული, ცეცხლი იქ გაჩნდა. ფოთლებს მიჰყვა ხანძარი. როდესაც ჩვენს ტერიტორიას მიუახლოვდა მოლარემ და დაცვის  თანამშრომელმა შეამჩნია. ამჟამად უკვე ლოკალიზებულია. ბოტანიკური ბაღის  ტერიტორიაზე არც საფარი დაუზიანებია და არც ნარგავები. ხანძარსაც ვერ დაარქმევ,” – უთხრა “ბათუმელებს” ბათუმის ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ჯემალ  წულუკიძემ.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *