ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

  • „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

“დასრულდა არჩევნები “ნაციონალურ მოძრაობაში“, პარტიაში, რომელსაც ქვეყნის მართვის და ამავე დროს, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარების გამოცდილება აქვს. ეს ტრადიცია ამ პარტიამ შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია, ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო, გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები – მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი სამწუხაროდ, ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, რთულია, ამ არჩევნებში ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო.

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ – ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მისი მომავალი იქნება ნათელი. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება და მოსახლეობის დაცლის ის ტენდენცია, რომელიც ახლა გრძელდება, შეჩერდება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არჩევნები შედგა. არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული და მას ვულოცავ ამ შედეგს. ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს. ვუსურვებ მას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს, რომ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მინდა, ვიმედოვნო, რომ ის ამას მოახერხებს.

არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ ამ ბრძოლაში ვრჩები, რომელსაც 2013 წლიდან შემოვუერთდი. რა თქმა უნდა ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *