ნინო ლომჯარია-ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში

  • საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინისადმი დღეს გაკეთებული განცხადება არ გამოხატავს პირადად ომბუდსმენის პოზიციას.

“საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემ პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის. ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *