პარლამენტის 2023 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

  • საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 100-მა დეპუტატმა გაიარა.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პარლამენტის წევრის ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას.

საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო.

​საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი წელიწადში ორჯერ, – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე იკრიბება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *