პარლამენტს ორი ახალი დეპუტატი ჰყავს

  • პარლამენტს ორი ახალი დეპუტატი გიორგი ხახუბია და სალომე ჯინჯოლავა შეემატნენ, რომლებიც მმართველი უმრავლესობის შემადგენლობაში გაწევრიანდებიან.

გიორგი ხახუბია, 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

სალომე ჯინჯოლავა, პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლეა.

გიორგი ხახუბიასა და სალომე ჯინჯოლავას სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცნო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *