პოლიციამ დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1991 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, გ.წ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

​გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს”.-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *