რუსთაველის გამზირზე ასფალტი ჩაინგრა

  • რუსთაველის გამზირზე, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილის დაიზანების გამო ასფალტი ჩაინგრა. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი აბუთიძესა და მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად გაეცნო.

როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია უმოკლეს ვადაში სრულად მოწესრიგდება და ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგება.

ფოტო: პირველი არხი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *