სააპელაციო სასამართლო ხვალ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს

  • „მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკა გვარამიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *