სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.

სამართალდამცველებმა მსჯავრდებულები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. “-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *