სანატორიუმ “ქართლიდან” დევნილების განსახლების პროცესი დაიწყო

  • დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებიძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო.

უწყების ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადაეცა ყოფილ სანატორიუმში მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს.

“ასევე, იძულებით გადაადგილებულმა 7-მა ოჯახმა განსახლების ალტერნატიულ მოდელი აირჩია და თავად მოიძიეს საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც სააგენტო შეუსყიდის”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ ამ ეტაპზე, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ჩაჰბარდა სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები:

“აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ, გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა.

განსახლების პროცესი დაწყებულია და 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *