„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი პირი ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას ითხოვს

  • ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი, ორ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას ითხოვს. ამის შესახებ ვიდეოკადრებს ერთ-ერთი მძევალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ინფორმაციისთვის: ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *