საქართველოს პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

  • საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხი მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ხოლო სამ მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი ასევე შეეხო ხუთ მსჯავრდებულს, რომელთა მოქმედი სასჯელები პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან არ იყო დაკავშირებული, მათ შორის ორი ქალი მსჯავრდებულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *