საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს.

“გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს”, – აღნიშნულია „ტვიტერზე“ გავრცელებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *