საქართველოს საგარეო უწყება – საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს

  • საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებაში ამბობენ, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *