საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 74 200 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 51 865, „პისიარ“ ტესტით – 22 335.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 21,24%, ბოლო 14 დღის – 14,15%, ბოლო შვიდი დღის – 18,01%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 075 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 075 154 გამოჯანმრთელდა, 14 774 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 667 808 აცრა, დღიურად აცრილია 8 634.

კარანტინის რეჟიმშია 30, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 595 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 064 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *