საქართველოში კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 69 190 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 203, „პისიარ“ ტესტით – 30 987.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 24,95%, ბოლო 14 დღის – 20,01%, ბოლო 7 დღის – 23,24%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 162 773 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 001 275 გამოჯანმრთელდა, 14 945 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 710 914 აცრა, დღიურად აცრილია 5 156.

კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 191 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 061 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *