საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 555 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 84 658 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 59 912, „პისიარ“ ტესტით – 31 746.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 31,09%, ბოლო 14 დღის – 23,4%, ბოლო შვიდი დღის – 26,38%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 226 444 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 030 065 გამოჯანმრთელდა, 15 060 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 730 067 აცრა, დღიურად აცრილია 6 714.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 522 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 041 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *