საქართველოში კორონავირუსის 6 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 6 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 226 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 213, „პისიარ“ ტესტით – 12 013.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 18,39%, ბოლო 14 დღის – 25,18%, ბოლო შვიდი დღის – 20,73%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 612 319 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 513 164 გამოჯანმრთელდა, 16 199 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 820 546 აცრა, დღიურად აცრილია 3 410.

კარანტინის რეჟიმშია 0, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 479 ადამიანი გადის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *