13.02.21: კორონავირუსის 535 და გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა

  • საქართველოში კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 757 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 7 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 187 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 381, პისიარტესტით – 8 806.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური –  1,97 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,2% პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,75 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 265 200 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 257 441  გამოჯანმრთელდა, 3 343 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 226, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 004 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 277 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *