საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (03.07.2022-10.07.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 2 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 659 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 8.10%.

ინფორმაციისთვის: წინა კვირის (27.06.2022-03.07.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 103 პირი, გარდაიცვალა სამი პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *