- საქართველოში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 423 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 629 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 883, „პისიარ“ ტესტით – 15 746.
სულ აცრილია – 296 074 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 488.
კარანტინის რეჟიმშია 77, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 364 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 909 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 811 შემთხვევა, აჭარა – 81, იმერეთი – 134, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 48, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 36, კახეთი – 83, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.