მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მჯერა, თქვენ გამოხვალთ ჩვენი დროშის ქვეშ, ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, ამაში ვარ დარწმუნებული. მინდა, გისურვოთ ყველას გამარჯვება, წარმატებები და ბოლოს მინდა, გაცნობოთ გადაწყვეტილების შესახებ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს ერთ მილიონ ლარს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *