საქართველო და მოლდოვა 11 აპრილს მიიღებენ ევროკავშირში წევრობის კითხვარს-ოლივერ ვარჰეი

  • საქართველო და მოლდოვა 11 აპრილს მიიღებენ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს. ამის შესახებ “ტვიტერზე” წერს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

“ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო”, – წერს ოლივერ ვარჰეი “ტვიტერზე”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *