2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 2.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარი-ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2,854,529,093 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 100.2% აღდგენაა (ზრდა +4,838,981 აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,846,592,397 (+183.2%) აშშ დოლარით.

უწყების ცნობით, 2022 წლის ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 337,345,577 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 126.4% აღდგენაა, 2021 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +195,063,713 (+137.1%) აშშ დოლარით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *