უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

  • თბილისის აეროპორტში გამთენიისას ჩამოსვენეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ცხედარი.

აეროპორტში იმყოფებოდნენ დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები.

დავით გობეჯიშვილი 26 მარტს, ქალაქ ირპენში შეტაკებებისას დაიღუპა. ქართველ მებრძოლს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *