ქართველი გამომცემლის საჩუქარი ვატიკანის ბიბლიოთეკას

გამომცემლობა „ბაკმის“ დირექტორმა, ქალბატონმა რუსუდან მოსიძემ ვატიკანის ბიბლიოთეკას უნიკალური ქართული წიგნები გადასცა საჩუქრად.

ბაკმის მიერ გამოცემული ‘’წმიდაი ოთხთავი“, ,,ფსალმუნნი და გალობანი” და შოთა რუსთაველის ,,ბეგთაბეგისეული” „,ვეფხისტყაოსანი”, დღეიდან ვატიკანის უნიკალური ბიბლიოთეკის წიგნებს შორის დაიდებს ბინას.

წიგნები გადაეცა ბიბლიოთეკის ვიცე პრეფექტს ბატონ ტიმოტი ჯეიმს იანცს.

ბეგთაბეგისეული ‘’ვეფისტყაოსნის’’ გამოცემა ზუსტად იმეორებს ორიგინალი ხელნაწერის ფორმასა და დიზაინს. ‘’ფსალმუნნი და გალობანის’’ ტექსტი წარმოადგენს გიორგი ათონელის რედაქციას და ილუსტრირებულია ,,ჯრუჭის ფსალმუნნი”-ის (XIII-XIV სს.) მინიატურებით.

“წმიდაი ოთხთავი” ილუსტრირებულია ”გელათის სახარების” (XII ს) 251 მინიატურითა და 14 კამარით.

სურათზე: ქართველი გამომცემლები ვატიკანის ბიბლიოთეკაში (მარჯვნივ პირველი რუსუდან მოსიძე)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *