ქუთაისში “საქართველოს” ბანკში შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში „საქართველოს“ ბანკში შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს. აღნიშნული მოთხოვნა შეიარაღებულმა პირმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში დაასახელა.

ინფორმაციისთვის: ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფება. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *