ქუთაისში 480 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

  • ქუთაისში დასრულდა სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, სადაც 480 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა. უახლოეს პერიოდში, მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ 320 ბინის მშენებლობა დასრულდება.

დევნილების ბინებით უზრუნველყოფის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. მიმდინარეობს 720 ბინის მშენებლობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდება. მშენებლობა 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბინები გადაეცა და საცხოვრებელი დაუკანონდა 31 000 ოჯახს. ასევე გრძელდება სოფლად სახლების გადაცემის პროგრამა.

მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, დამატებით 13 000 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს, საიდანაც 7 000 იქნება ბინა, 6 000 კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გადასაცემი სახლები.

ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *