შემოსავლების სამსახური-ყაზბეგში არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის პროფილის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ს.კ.-ს კუთვნილი ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 14 451 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 268-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 14 451 ლარი (საქონლის ღირებულების 100%) შეეფარდა”-აღნიშნულია ინ ფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *