შემოსავლების სამსახური: ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის 6 ფაქტი აღიკვეთა

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა – ჯამში 77 570 ევრო და 14 620 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით – 283 724 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კანონდამრღვევ 4 მოქალაქეს სანქციის სახით, თითოეულს 3 000 ლარი შეეფარდა ხოლო, 2 მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით 5 000-5 000 ლარით დაჯარიმდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *