შსს-სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

  • კახეთის რეგიონში, ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს,-ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

“მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.

ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე.

სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *