ძალოსანი გიორგი ჩხეიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

  • ქართველი ძალოსანი გიორგი ჩხეიძე (109 კგ) კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.

ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 170 კილოგრამი დაძლია და დისციპლინაში მე-6 ადგილი დაიკავა. აკვრაში გიორგი ჩხეიძემ 219 კილოგრამი ასწია და მეორე ადგილზე გავიდა. ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 389 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი ჩხეიძე საქართველოს ნაკრების პირველი მედალოსანია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *