წყლის ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

  • პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის N14-თან წყლის ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 4 იანვრის 00:00-დან 5 იანვრის 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კაკაბაძის ქუჩიდან მაყაშვილის ქუჩისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მთაწმინდის, ბესიკის, ჭონქაძის, ჩიტაძის, 9 აპრილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით, ხოლო თავისუფლების მოედანზე მობრუნების შემდეგ, მძღოლები, რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გამოყენებით, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ერისთავის, ხოშტარიასა და გოგებაშვილის ქუჩების გავლით, მაყაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. მაყაშვილის ქუჩიდან კაკაბაძის ქუჩისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირზე გადაადგილება შეეძლებათ ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით, ხოლო რუსთაველის გამზირიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ალექსანდრე ჭავჭავაძის, ბესიკის, ოძელაშვილისა და მთაწმინდის ქუჩების საშუალებით; ასევე, თავისუფლების მოედნიდან ლეონიძის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის, ამაღლებისა და ჭონქაძის ქუჩების გამოყენებით.

„აღნიშნული სამუშაოების გამო, ავტობუსი N383 გადაადგილდება მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ მაყაშვილის ქუჩამდე, რის შემდეგაც, ზანდუკელის ქუჩაზე დატრიალებით, მოძრაობას გააგრძელებს ბარნოვის ქუჩაზე, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით“. ავტობუსი იმოძრავებს წრიულად. რაც შეეხება მიკროავტობუს N408-ს, რუსთაველის გამზირი N52-ის ნაცვლად, ბოლო გაჩერება ექნება N37-თან, საიდანაც თავისუფლების მოედნისა და ლეონიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს. შემდეგ ამაღლების ქუჩის გავლით დაუკავშირდება ჭონქაძის ქუჩას და კაკაბაძის ქუჩის N14-მდე გადაადგილდება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მგზავრებს ანალოგიური მარშრუტით მოემსახურება“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *