ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

  • ხვალ, 4 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები 09:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი 22 საგამოცდო ცენტრი წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ 41 000-ზე მეტ აბიტურიენტს მოემსახურება. 

რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, თავად გამოცდა კი  09:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდისა კი – 15:00 საათი. 

“ინფორმაცია საგამოცდო ცენტრის მისამართის, თითოეული გამოცდის თარიღის, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დროისა და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ მითითებულია საგამოცდო ბარათზე. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *