ჯანდაცვის სამინისტრო: ენდოპროთეზირების ოპერაციების 5 600-ზე მეტი შემთხვევა 23 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა

  • 2022 წლის მონაცემებით, ენდოპროთეზირების ოპერაციების 5 600-ზე მეტი შემთხვევა 23 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.

“ენდოპროთეზირების ოპერაციები უფინანსდებათ: პენსიონერებს, პედაგოგებს, სოციალურად დაუცველებს და პირველი ჯგუფის შშმ პირებს. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტით მოსარგებლე ბენეფიციარებს.

მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის მაისიდან, ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების და მათ შორის, ორთოპედიული ენდოპროთეზის მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები ამოქმედდა. ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA (The United States Food and Drug Administration), MDR (Medical Device Reporting ) ან CE (Certified in Eu) სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. სახარჯი მასალების ევროპული და ამერიკული სტანდარტები, თითოეული ბენეფიციარისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *