24.03.21: საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 254 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ქვეყანაში ჩატარდა 23 293 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 751, „პისიარ“ ტესტით – 9 542.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,93% ბოლო 14 დღის – 1,59%, ბოლო შვიდი დღის – 1,92%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 278 628 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 922 გამოჯანმრთელდა, 3 722 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 265, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 463 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 180 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.