30 ნოემბრამდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ავტოგზა ლენტეხი 99“ აწარმოებს საერთაშორისო მნიშვნელობისსამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე მდინარე ხევისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების წარმოებისათვის მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სავალი ნაწილი იქნება ჩაკეტილი და საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით შემოსავლელ გზაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *