Facebook-ზე მომხმარებლებს გამომწერები აკლდებათ

  • გაურკვეველი მიზეზების გამო Facebook-ის გვერდებსა და ცალკეულ მომხმარებლებს გამომწერები აკლდებათ.

ღამის განმავლობაში თავად მარკ ცუკერბერგის მიმდევართა რაოდენობა დაახლოებით 100 მილიონიდან 9993 მომხმარებლამდე შემცირდა. სავარაუდოდ, ეს ფეისბუქის კიდევ ერთი შეფერხებიდან გამომდინარეობს.

ორშაბათსა და სამშაბათს გამომწერთა რაოდენობის მკვეთრი ვარდნა აშშ-ის რამდენიმე მედიის შემთხვევაშიც შეინიშნებოდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა, ეს Facebook-ის მიერ ყალბი ანგარიშების წაშლას უკავშირდებოდეს. მიუხედავად ამისა, ცუკერბერგის მიერ დაკარგულ გამომწერთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნაკლებსავარაუდოა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *