პოლიციამ გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღო

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“სამართალდამცველებმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს  ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ეზოდან, პოლიციამ ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალების შემცველი 3 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნიშნულია შსს ინფრმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *