საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

  • საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოში დღეს არ არის დაგეგმილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა.

„მედიასივრცეში გავრცელებული ვარაუდებიდან და არაზუსტი ინფორმაციიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. ჩვეულებრივი სამუშაო დღის წესრიგია და არ იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *