ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება

  • დღეს, 12:00 საათზე ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

“დღეს, 30 აგვისტოს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე). საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online2.naec.ge/uee-res/, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.