ბორითში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

  • იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფირმაციით, საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული ოთხ კუბურ მეტრამდე ცაცხვის სახეობის სამასალე მერქანი.

„ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში. ეროვნული სატყეო სააგენტო კანონდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად მუშაობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *