- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლეთ ევროპის ეპარქია ავრცელებს.
„ღვთივგანისვენა, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია)“, – წერს დასავლეთ ევროპის ეპარქია სოციალურ ქსელში.

