- დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებული საამიროების საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.
გამოცემა Lovin Dubai-ის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეული მსჯავრდებულისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაც განახევრდა და 300 ათასი დირჰამიდან 150 ათას დირჰამამდე შემცირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებს შორის შერიგებისა და დაზარალებულთა მხრიდან მათი გათავისუფლების შესახებ მიმართვის საფუძველზე მიიღეს.

