- ხადის ხეობაში ხიდის თაღის ორი ნაწილი შეერთდა. ხიდის საერთო სიგრძე 437 მეტრი იქნება, სიმაღლე ხეობის ფსკერიდან კი – 166 მეტრი. ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.
მომდევნო ეტაპზე თაღზე ბურჯები მოეწყობა, შემდეგ კი აშენდება მალის ნაშენი – კონსტრუქცია, რომელზეც გზა გაივლის
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ლესლი ბეარმან ლამთან, ბანკის მისიის წევრებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს

