დევნილთა და ეკომიგრანტთა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.

„პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 80-მდე პირი დაფინანსდება. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება 24 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:

თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;

გორი, სამების ქუჩა N1;

რუსთავი, კოსტავას ქ.N20;

ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;

ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@idp.gov.ge

პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://idp.gov.ge/statement-122/ „, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *