„ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს

  • „ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს. ამის შესახებ აღნიშნულია „ტვიტერში“ პარტიის გვერდზე.

„შეშფოთებულნი ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ცნობით.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში; ამის არგაკეთებით ხელისუფლება პასუხისმგებელი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე“ – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *